პრემიერი ფინანსთა მინისტრს:განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ​შემოსვალების სამსახურს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანს დაავალა, შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს წინადადება, შესაძლებელია თუ არა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოიწიოს.

​მისივე თქმით, შემოსავალების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება.

“ამ გადამოსახედიდან ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის, ფისკალური დისციპლინა, ამიტომ მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში, დღეს ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. ამიტომ, კოლეგებო მინდა გითხრათ, რომ შემოსავალების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი წლების განმავლობაში წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები. და ყველაფერი ის, რაც ხდება სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით და ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი. ამიტომ დღეს მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განვიხილოთ შესაძლებლობა და მომავალ მთავრობაზე წარმოგვიდგინოთ რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვწიოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად