პრემიერი პატრიარქს: საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, რჩევები და სიბრძნე

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღის აღსანიშნავი ლიტურგია, რომელიც საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

ლუტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.

პრემიერმა ამბიონიდან მიულოცა უწმიდესს ანგელოზის დღე.

“თქვენო უწმიდესობავ, უდიდესი სიყვარულით და მოწიწებით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდაუდებელი შრომისთვის, თავდადებისთვის, მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ჩვენზე ზრუნვას.

დღეს არის ორი დიდი წმინდანის, ილია მართლის და ილია წინასწარმეტყველის დღე.
მე მსურს ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტევს მივულოცო დღევანდელი დღე.
თქვენო უწმიდესობავ, თქვენი ღვაწლი არის უდიდესი. საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები, თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ ქართუპმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ერთიანი, ხლიერი სახელმწიფო.

ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და ძლიერი ქართული სახელმწიფო არის ძლიერი ქართული ეკლესია” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...