პრემიერი: პარიზის ტერაქტების შემდეგ გავამკაცრეთ უსაფრთხოების ზომები

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობოს სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. 

ასევე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საქართველოში, თუმცა პრემიერის თქმით უსაფრთხოების სამსახური საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

პარიზის ტერაქტების შემდეგ, მთელს ევროპაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, ჩვენ გუშინ გვქონდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც მოვისმინე ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან არსებული ვითრების შესახებ. ჩვენ გვსურს გითხრათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ჩვენ მაქსიმალურად კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ რისკებს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ვერ ხედავენ, რაც კარგია. თუმცა, რა თქმა უნდა საჭიროა მობილიზება, სრული 24 საათიანი მუშაობა და კონტროლი",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...