პრემიერი ოთარ ფარცხალაძეზე: დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალვის მიუხედავად ავტომობილით გადაადგილდებოდა, დაჯარიმდა.

“ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო…”- განაცხადა პრემიერმა.

მას სიტყვა ხათუნა გოგორიშვილმა შეაწყვეტინა, რომელმაც დაზუსტება სთხოვა, ნამდვილად დაჯარიმდა თუ არა ფარცხალაძე, პრემიერმა კი განაცხადა

“დიახ, რა თქმა უნდა დაჯარიმდა. ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად