პრემიერი: ოპონენტებს რუსთავი 2-ის თემით სპეკულაციის საშუალება არ უნდა მივცეთ

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ოპონენტებს რუსთავი 2-ის საკითხით სპეკულირების საშუალება არ უნდა მისცენ. მისი თქმით, არ ისურვებდა, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტისას ისაუბრა. 

"არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს რუსთავი2-ს გააჩნია რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ არ მივცეთ არანაირი საშუალება სპეკულაციის ჩვენს ოპონენტებს და ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს, ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედიაკომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს და არანაირად არ ვისურვებდი, რომ რუსთავი2-ის ის სტილი, რომელიც დღეს მას გააჩნია რამენაირად შეცვლილიყოს, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ვამბობ არჩევნებამდე, იმიტომ რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება",-განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...