პრემიერი: ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს”, – ამის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის დაინტერესებული პირი, როგორიცაა კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, ასევე მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები ჩაერთონ მუშაობაში. ჩვენი ამოცანა იქნება, თითოეული მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა.

ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...