პრემიერი: NATO გვერდში უდგას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს

ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყენას ამ პროცესში…

NATO-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს NATO-ს სრულფასოვანი წევრი. ეს დასტურია, რომ ეს არჩევანი არის ღირებულებზე დაფუძნებული არჩევანი და არა პოლიტიკური არჩევნები”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...