პრემიერი: ნათია თურნავასთან მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა წარადგინა და განაცხადა, რომ ნათია თურნავა სერიოზული გამოცდილების მქონეა.

“ნათიასთან მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, როგორც კერძო სქეტორში ასევე საჯაროში. ასევე ნათია ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალია, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...