პრემიერი: მთავრობის ერთ წლიანი მუშაობის ანგარიში 1 ივნისს იქნება წარდგენილი პარლამენტში, წერილობითი სახით

„რა თქმა უნდა, მთავრობის ერთ წლიანი მუშაობის ანგარიში პირველ ივნისს, როგორც კანონით არის გათვალისწინებული, იქნება წარდგენილი პარლამენტში წერილობითი სახით და შემდგომ ვნახოთ, როგორ შედგება გრაფიკის მიხედვით. ისევე, როგორც დღევანდელი ანგარიში იქნება წერილობით წარდგენილი უახლოეს დღეებში და ეს იქნება ღია დოკუმენტი, ყველას ექნება საშუალება, რომ გაეცნოს.- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ აქ ბევრი იყო საუბარი, რომ ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ნებით, ანგარიშის სახით. გვესმის, ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების – რატომ არ იყავი მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა, ამასაც თავიდანვე ვუპასუხებ. ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ დროს საჭირო საქმეს ვაკეთებდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეგლამენტი ამას ითვალისწინებს და ჩვენ არაფერი არ დაგვირღვევია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად