პრემიერი: მოვისმინეთ “ფეიკ ნიუსები”, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში

“ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი ფეიკ ნიუსები უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან რომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წერიგში”,- ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი ფეიკ ნიუსები უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან რომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წერიგში და ვითომ ჩვენ გავქრით რადარებიდან. მე ბუნებრივია არ ვაპირებ სერიოზული შეფასების გაკეთებას ამ განცხადებაზე.

მე უბრალოდ მსურს თქვენ და საზოგადოებას მივაწოდო რამდენიმე დღის ქრონოლოგია. იმის პარალელურად რომ საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო სწავლებებს, ეს არის პირველი შემთხვევა ნატოს პრაქტიკაში რომ ნატოს არაწევრ ქვეყანას მიეცა უფლება უხელმძღვანელოს ასეთ სწავლებებს და ის იყოს ხელმძღვანელი დაგეგმიდან აღსრულებამდე”,-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...