პრემიერი მორაგბეებს – მადლობა თავდადებული თამაშისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და "ბორჯღალოსნებს" თავდადებული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა თავდადებული თამაშისთვის! #რაგბიჩვენითამაშია", – წერს პრემიერი.

უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებები დღეს ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც "ბორჯღალოსნები", თავდადებულ ბრძოლაში მეტოქესთან 13:6 დამარცხდნენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...