პრემიერი მორაგბეებს: ჩემპიონატის მასპინძლობა თქვენი წარმატების დაფასებაა

პრემიერი მორაგბეებს 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობას ულოცავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მოვლენა სწორედ მათი წარმატების დაფასებაა. პრემიერმა მორაგბეებს  წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ 2017 წელს დაგეგმილი ღონისძიება უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს.   

 „ეს არის ძალიან დიდი აღიარება პირველ რიგში ჩვენი მორაგბეების და ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისათვის. მე მინდა თითოეულ მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება . ეს არის სწორედ თქვენი დაფასება, თქვენი წარმატების დაფასება. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირი მორაგბეებით. მე მინდა მივულოცო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს, სპორტის მინისტრს, ასევე რაგბის ყველა ქომაგს.

2017 წელს ჩვენ უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მიპყრობილი ჩვენი ქვეყნისაკენ და რა თქმა უნდა ჩვენ ღირსეულად დავხვდებით ნაკრებებს მთელი მსოფლიოდან. ვუსურვებ წარმატებებს ჩვენ გმირ მორაგბეებს.“– განაცხადა პრემიერმა.

მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 20 წლამდელ მორაგბეთა 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს საქართველო 2 წელიწადში თბილისსა და ქუთაისში უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად