პრემიერი: მომავალ წელს მზად ვიქნებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა დავიწყოთ

"მომვალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა", – აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია "დებრიუდერ ვაისში", 100 ქართველ ბიზნესმენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

"მომვალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტების დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის", – განაცხადა პრემიერმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად