გახარია: ისტორიულად, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე განაცხადა.

“თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივას – „ერთი სარტყელი ერთი გზის“ შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად