პრემიერი: მიუხედავად 3 წლიანი ცილისწამებისა, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

„გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა და მიუხედავად სამწლიანი ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახებისა, მაინც სიმართლემ გაიმარჯვა.

ჩვენი მოქალაქეები თავისი თვალით ხედავენ, რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი. სიმბოლურია, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე გაკეთდა და უნიკალური პარკი გაიხსნა. ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე მაინც იმარჯვებს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად