პრემიერი მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე: ძალიან ბევრი ქვეყანა გვეკითხება და გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები დღეს საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო.

პრემიერი თავის გამოსვლაში მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა.

“დღეს საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები და მოგახსენოთ, რა ვითარება გვაქვს დღეს ამ მხრივ.

მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაშო მიწების რეგისტრაცია როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის განმავლობაში ერთ-ერთი რთული პრობლემა იყო. სწორედ ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებლად და დაიწყო მიწის რეგისტრაციის რეფორმა. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი გახდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.

ჩვენ დავიწყეთ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა, ისარგებლა ამ რეფორმით. დღეის მდგომარეობით უკვე ფაქტიურად აღმოფხვრილია ყველას ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული მიწის რეგისტრაციასთან, გამარტივებულია რეგისტრაციის პროცედურა, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახალისებთ პროცედურას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, არის ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ეს გახლავთ მთავარი იდეა, ამ რეფორმის უკან რომელიც აწესებს ახალ სტანდარტებს, რითაც ხდება მიწის მესაკუთრის უფლებების სრულფასოვანი დაცვა.
დღეს ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლონ საჭირო სერვისებით.

2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 600 000-700 000-ზე მეტი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 301.976.1 ჰექტარს შეადგენს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენეით. 2017 წელს სწორედ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, ვინც დანრეგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია სახელმწიფო სექტორში და, კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში და სწორედ მიწის რეგისტრაციის რეფორმა გახლდათ ის საპილოტე პროექტი, რომელშიც ჩვენ დავნერგეთ ბლოკჩეინის ტექნოლგია. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს რეფორმებში ძალიან მნიშვნელოვანია. ბოკჩეინი ნიშნავს იმას რომ მონაცემები, რომელიც არის შენახული ამ სისტემაში მისი წაშლა, შეცვლა, დაკორექტირება, გადაწერა ან მისი უკანონოდ გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს ჩვენი მონაცემების დაცვის სტანდარტს ფაქტიურად უმაღლეს ნიშნულზე აყენებს.

სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსორმაცია, ჩემი მიდგომა და მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რეფმები რომელიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში გამოყენებული იქნას მსგავსი ტექნოლოგიები.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობდა და მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებისთვის დაუღალავი შრომა გასწია, – საჯარო რეესტრის სამსახურების თანამშრომლებს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომლის ძალისხმევის გარეშეც ეს რეფორმა ვერ იქნებოდა წარმატებული.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, ჩვენ გვაქვს ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს თავისი ისტორიული საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური კამპანიების წარმოება.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო იაქტიურონ. დღს ჩვენ გვაქვს მოქალაქეთა მაღალი მაჩვენებელი, რომელიც რეფორმების ამოქმედებიდან 3 ჯერ არის გაზრდილი და ეს ნიშნავს რომ ჩვენი დინამიკა რეფორმასი არის მაღალი. იუსტიციის სამინისტრო ჩაატარებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩართულობა ამ რეორმაში.

მე ხშირად მეკითხებიან მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუ რომელი რეფორმა წარმოგვიდგენია ჩვენს ე.წ საექსპორტო რეფორმად, ძალიან ბევრი ქვეყანა გვეკითხება ჩვენ და გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას, რეფორმებში, რომელიც ჩვენ წარმატებით დავნერგეთ, და ერთ-ერთი პირველი რომელსაც ვასახელებ ეს არის მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომდევნო წლების განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...