პრემიერი: მიწა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მიწის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

გიორგი გახარიას თქმით, მიწა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია.

“დღეს მინდა აღვნიშნო ერთ-ერთ საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ, ეს გახლავთ მიწის რეგისტრაციის საკითხი, მოგეხსენებათ რეგიონებში განსაკუთრებით სოფლებში ვიზიტების დროს, რომელსაც ახორციელებდნენ როგორც დეპუტატები, ასევე მთავრობის წევრები, ეს გახლავთ მიწის რეგისტრაცია. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა საკითხი და განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის და შემდგომი განვითარების თაობაზე ქალბატონი თეა წულუკიანის საკითხს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უახლესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას, რაც რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ სოფლად მიწას, მეორეს მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვნია ეკონომიკისთვის, რამეთუ მოგეხსენებათ, რომ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი.

ჩვენ დღეს, იმ ჩატარებული სამუშაოს და განხილვების შედეგად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლესი სამი წლის განმავლობაში, ჩვენ საბოლოოდ ამ საკითხს გადავწყვეტთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად