პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო – სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს 

საქართველოს პრემიერმინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელიც 1 სექტემბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეშია შესახლებული, უკრაინაში ითხოვს დაბრუნებას.

“ახლა მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, იქ ეუბნება თანამშრომლებს, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაში.

რატომ ჩამოვიდა? რატომ დაიჯერა ბრიყვულად რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი მოჰყვებოდა მის შემოპარვას?

მან სააკუთარი ნებით  დათმო საქართველოს მოქალაქეობა. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის კვირასთან”

კომენტარები
იტვირთება...