პრემიერი მეუფე იაკობზე: ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ეს ის მეუფეა, რომ იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო

პრემიერ – მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ბრალდებებს და აცხადებს, რომ სისულელეების საზღვარი უკვე გადასცდა.

“რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ და სისულეელებს ნუ მეკითხებით. ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ეს ის მეუფეა, რომ იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის წარსულის, აწმყოს და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. შესაბამისად უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ“.

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალსიტებს მეუფე იაკობის იმ ბრალდებების საპასუხოდ განუცხადა, რომლის შესახებაც მან “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

​”ტვ პირველთან” ეთერში ბოდბელმა ეპისკოპსმა, მეუფე იაკობმა ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

„არამარტო მეუფე პეტრე, სახელმწიფო და ვიღაცეებიც ჩარეულები იყვნენ, ბიზნესმენებიც კი. ვგულისხმობ იმას, ვინც ზვიად გამსახურდიას დროსაც იყო ვითომ ბიზნესმენი. მერე ვითომ შევარდნაძესთანაც იყო. მერე სააკაშვილთან და დღესაც, რომაა უშუალოდ ბიძინასთან დაკავშირებული. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი. მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ვახო იყო და გახარიამ ცოტა დააგვიანა. „მეჩალიჩებოდნენ“ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთო. მე ვუთხარი, რომ ვინ ეკითებოდათ. ეკლესიამ თვითონ იცოდა. თან ცოცხალი პატრიარქის წინაშე როგორ მიდიხარ თქო. პირველად ამ შეხვედრაზე მე ვიყავი. შემდეგ მეუფე თეოდორე. მეუფე საბა თბილისში არ იყო და მეუფე გრიგოლი იყო. მეუფე პეტრეს გახარია და ვახო შეხვდნენ. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა. ამ ყველაფრის შესახებ უწმინდესობამ იცის. ციანიდის საქმე მანამდე დაიგეგმა და სახელმწიფოც გარეული იყო. შოთაძეს ამას არ ვაპატიებ. რაც გააკეთა და თქვა. კვირიკაშვილსაც ვუთხარი ეს. ყველას ჩავარტყამ მაგათ, სადაც ჩასარტყმელია,“ – განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა და ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად