პრემიერი: მეწარმემ ძალიან მცირე დრო უნდა დახარჯოს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე

"მეწარმემ უნდა დახარჯოს საკუთარი დროის ძალიან პატარა მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებებია ჩადებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის წინა სხდომაზე დაანონსებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, უკვე წარმოდგენილია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

"მეწარმემ უნდა დახარჯოს საკუთარი დროის ძალიან პატარა მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებებია ჩადებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალებზე უკვე ფინანსთა მინისტრს ექნება საუბარი მცირე მეწარმეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, "ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინისტრაციული ტიპის შემსუბუქება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...