პრემიერი: მერწმუნეთ, წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი

“მერწმუნეთ, წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი”.

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  განაცხადა და განმარტა, რომ   საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამკვირვებლების ჩამოსვლა არ შეფერხდეს.

„მერწმუნეთ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი. უბრალოდ დარწმუნებული ვარ ამაში და ამისთვის ჩვენც გავაკეთებთ მაქსიმუმს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგებიც იზრუნებენ ამაზე. მთავრობა ვიზრუნებთ, რომ ეპიდემიოლოგიურად ტესტები იქნება, დისტანცია იქნება, ტრანსპორტირება იქნება, თუ რაც იქნება გასაკეთებელი, ყველაფერი გავაკეთოთ. მერწმუნეთ, რომ ეს არ იქნება შეფერხება. რა თქმა უნდა, ახლა თუ რაღაც გლობალური აფეთქება არ მოხდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს. პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად