პრემიერი: მარიხუანის კულტივაცია სამართლებრივ ჩარჩოებში თუ არ მოექცევა, ეს მნიშვნელოვან რისკებს შექმნის

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მარიხუანის კულტივაცია თუ სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა იქნება, ეს მნიშვნელოვან რისკებს შექმნის. 

„ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირება აუცილებელია, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ, არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები.
რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნება ინვესტორი და ა.შ. ამ შემთხვევაში არის მეორე და მესამე ხარისხოვანი, მთავარი გახლავთ, არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგაოდებას და მათ ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარმწუნებული, რომ 1 გრამი ამ ნივთიერების არ მოხდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას პრობლემებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად