კობახიძე: მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია

“ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტი”- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც კარგი იქნებოდა რომ ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყოს

“დღეს გამარჯვებულია “ქართული ოცნება” და პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვიტა ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმედანად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად