პრემიერი: “მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ საწარმოებში ჩადონ ფული”

“მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ საწარმოებში ჩადონ ფული”, – აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მაშტაბით 1500-ზე მეტ მეწარმეს გაეწევა დახმარება ბიზნესის წამოწყების კუთხით, 2100 ადამიანი გაივლის სპეციალურ ტრენინგს და 2400-ზე მეტი ადამიანის პირდაპირი დასაქმება მოხდება.

“ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო – ასე ჰქვია კიდევ ერთ ახალ პროექტს, რომელიც რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული. ამ პროექტის ფარგლებში ამუშავდება შეჩერებული საწარმოები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ამ საწარმოებში ჩადონ ფული და დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ახალ პროექტს მოჰყვება, რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება და ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავრობამ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები. უკვე გვქონდა ამ პროექტის პრეზენტაცია სამცხე- ჯავახეთში, ხვალ ასეთივე პრეზენტაციას ვაწყობთ სამეგრელოში. კიდევ ერთი პროექტი იწყება უკვე რამდენიმე დღეში რეგიონებში”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად