პრემიერი: მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია სააკაშვილის მიერ არიან მართულები, ხაზარაძემ ანაკლია ვერ ააშენა და ახლა მილიარდ 500 მილიონს ედავება სახელმწიფოს

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია სააკაშვილის მიერ არიან მართულები, ხაზარაძემ ანაკლია ვერ ააშენა და ახლა მილიარდ 500 მილიონს ედავება სახელმწიფოს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დღეს პარლამენტში არიან ჯანსაღი პარტიები, იგივე „ევროპელი სოციალისტები“, ალეკო ელისაშვილის პარტია, კონსტრუქციულად გამოიყურება ვაშაძეების პარტია.. მოკლედ, სააკაშვილის გარდა და სამწუხაროდ უნდა ვახსენო, რომ გახარიაც მისი ნაწილი გახდა უკვე, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოახერხო კაცმა, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, პარტიის დამფუძნებლის ამხელა ნდობით სარგებლობდე და გახდე სააკაშვილის მიერ მართული და მისი ამ ვალდებულებების და კომპრომატების გამო მართული თუ მარიონეტი. აღარ მინდა ამაზე საუბარი. „ლელოც“ რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნაწილია, ხაზარაძეზე ორი სიტყვით მინდა ვუთხრა მოსახლეობას, თავიდან ბოლომდე სააკაშვილის მართული პროექტია. ხაზარაძე, რომელიც დღეს იმის გამო, რომ ვერ ააშენა ანაკლია, მილიარდ 500 მილიონს ედავება სახელმწიფოს. წარმოიდგინეთ, 3 მილიონი აქვს დახარჯული მას პირადად და მოსახლეობამ რომ იცოდეს.. ვინ უშლიდა აშენებას, 4 წელი ელოდა მთავრობა, სად იყო, რატომ არ ააშენა, დღეს სახელმწიფოს ედავება მილიარდ 500 მილიონს. მტერი უნდა იყოს კაცი, როცა მთავრობას ედავება მილიარდ 500 მილიონს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...