პრემიერი: კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია, არ გვქონდეს ილუზია, 1 ღონისძიებით მთელი რისკი გაუქმდება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“რაც შეეხება კორუფციას და ანტიკორუფციულ საქმიანობას, ჩვენ თუ გვახსოვს, როდესაც ჩემი წარდგენა მოხდა პრემიერის პოსტზე, მაშინ მე დავასახელე 5 პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევქმნიდით სამთავრობო პროგრამას. ერთ-ერთი მათგანი იყო ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერება და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომების შეცვლა. სტატისტიკა, რომელიც ახსენეთ… მე მეტსაც გეტყვით, თუ ვინმე გაბედავს და ხელი წაუცდება ეგ სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია. ჩვენ ხომ არ უნდა გვქონდეს ის ილუზია, რომ ერთი ღონისძიებით მთელი რისკი გააუქმო, ეს წარმოუდგენელია. ეს არის მუდმივი პროცესი, ეფექტური მიდგომების მუდმივი გამოყენება და პრევენციაზე მუშაობა”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...