პრემიერი კითხვაზე, ზეიმობს თუ არა გვარამიას შეცვლას: ჩვენ ვზეიმობთ სპორტსმენების გამარჯვებას

ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების დასმულ კითხვას ზეიმობს თუ არა “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეცვლის ფაქტს.

“ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ქართველი ხელოვანების წარმატებას და მთელი ერი ვიზეიმებთ ერთად, როდესაც დავამარცხებთ ორ ყველაზე დიდ გამოწვევას ოკუპაციას და სიღარიბეს“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...