პრემიერი: კიბერდანაშაული 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მძიმე გამოწვევა

კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია  დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ტვ პირველზე” განხორციელებულ შესაძლო კიბერ შეტევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ამ საკითხის გამოძიებაზე მუშაობენ.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ,  განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა.  ზოგადად, როდესაც კიბერდანაშუალთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად