პრემიერი ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაზე: სამწუხარო ფაქტია, ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საკითხის მოსაგვარებლად ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული

უაღრესად სამწუხარო ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობას მისჯას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა საკითხის მოსაგვარებლად ყველა ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული.

„ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი იქნება ნორმალურად“,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულმა ცხინვალმა ხვიჩა მღებრიშვილს 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ცხინვალმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი დააკავა.

14 დღის შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებამ გაავრცელა განცხადება მღებრიშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად რიჩარ ლუგარის სახელობის ცენტრი დაასახელა.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფელ არცევში და გრომში ბინადრობენ.

მღებრიშვილის თქმით, ის აპირებდა “ღამურების კოლონების“ მოპოვებას, შემდეგ კი 1 ცალის  5000 აშშ დოლარად რეალიზაციას. თუმცა, ეს არ არის პირველი ინტერესი ღამურების პოპულაციის. ეს 2012 წელს დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა”, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაში. 

დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაზე, „აიპრესი“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.

მან მხოლო ერთი წინადადებით შეაფასა ოკუპირებული ცხინვალის განცხადება: „სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა“ .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...