პრემიერი: ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან.

თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითცხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად