პრემიერი: ხალხის გულწრფელი პროტესტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იქნა გამოყენებული

„აიპრესის“ შეკითხვაზე, ბოლო პერიოდში, დაწყებული 20 ივნისიდან დღემდე, არსებული სიტუაცია არის თუ არა იმის მიმანიშნებელი, რომ სამთავრობო კრიზისი გაქვთ, რომელიც მხოლოდ ერთი მინისტრის გადადგომით არ ამოიწურება, – მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ხალხის პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პროვოკაციული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული.

„ჩვენ ვიხილეთ სურათი, როდესაც ჩვენი მოქალაქეების სრულიად სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი, რომელთანაც ჩვენ ვართ სოლიდარულები, იქნა გამოყენებული პროვოკაციული მიზნებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ეს არის სურათი, რომელიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა.

თქვენ ახსენეთ კრიზისი, დიახ, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია იყო კრიზისული, მაგრამ თქვენ თუ გსურთ მიიღოთ შეფასება, მართლა რა არის კრიზისი და კატასტროფა სახელმწიფოსთვის, ეს იქნებოდა ის, რომ მომხდარიო მათ მიერ ჩაფიქრებული სცენარის რეალიზაცია და ქვეყანა გაეხვიათ ისეთ ქაოსში, რომელიც საქართველოს დამოუკდებლობის ისტორიაში ჩვენ გვქონდა ორჯერ“, – აცხადებს პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟუნრალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...