პრემიერი: ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ეს უაღრესად მნიშნველოვანი ნაბიჯია. შეიძლება ეს არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემაც, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად