პრემიერი: ივლისის თვეში, წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ნაკლებით შევიდა ტურიზმის სექტორში

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ტურიზმის განვითარების ორი პროგრამა შემუშავებული, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერში გაიმართება.

მისი თქმით, ერთი პროგრამა გულისხმობს სახელმწიფო გარანტიებით დახმარებას, რაც ყველა მეწარმეს პროექტის გაგრძელების საშუალებას მისცემს, ხოლო მეორე, პროცენტის თანადაფინანსებას.

ასე უპასუხა ბახტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომელიც ტურიზმის სექტორში შემოსავლებს ეხებოდა.

“ივლისის თვეში პირველი მონაცემებით სამწუხაროდ რაც გვაქვს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ნაკლებით შევიდა ამ სექტორში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იცით რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული ორი პროგრამა, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით მტკივნეულად ეს აისახა აჭარაზე, ეს არის ორი პროგრამა, პირველი მათგანი გულისხმობს იმ პროექტების მხარდაჭერას, იმ სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერას, რომელიც მიმდინარეობდა და ამ პრობლემის გამო არსებობს რისკი რომ შეჩერდეს. ეს მიუღებელია. არცერთი მშენებლობა საქართველოში არ გაჩერდება. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიებით დახმარებას, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ყველა მეწარმემ გააგრძელოს თავისი პროექტი და არ შეჩერდეს. ამასთანავე მეორე პროექტი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას, სექტემბრის თვეში იქნება ამ პროექტების პრეზენტაცია.

ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია მცირე და საშუალო მეწარმეებთან, სწორედ მათ მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ეკონომიკის სამინისტრო ამ პროგრამეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ყველაზე მეტად მხარდაჭერა ამ სექტორს სჭირდება, და ბუნებრივია მიუღებელია ზიგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, რომ ქულები დაიწერინ ამ პრობლემაზე. რასაც ჩვენ ვამბობდით აღმოჩნდა სრული სიმართლე, რიცა ჩვენს მოქალაქეს აქვს პრობლემა, იმით კი არ უნდა იყო დაკავებული რომ პოლიტიკური ქულები წერო ამაზე, არამედ უბნდა იყო დაკავებული იმიტ რომ კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები მოახდინო, რომ როგორმე მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა,”- განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...