პრემიერი: ის ნაბიჯი რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა, რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. ის რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები რაც გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის – ჩვენ მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა. რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს განხორციელდება სრული კოორდინაციით ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის.

დღეს ის ნაბიჯი რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენ შემდგომ უკვე ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს რამეთუ ის იაფი რესურსი გამოთავისუფლებული, რომელიც საბანკო სექტორმა უკვე შეუძლია მიაწოდოს ეკონომიკას ეფექტურად იყოს ათვისებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად