პრემიერი: იმის ფონზე რაც მოხდა, ადეკვატური იქნებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მესაუბრა?!

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ბუნებრივია მზად ვარ საქართველოს პარლამენტში მივიდე, ისიც მინდა გითხრათ, რომ პარლამენტისთვის ჩემი ანგარიშის მიწოდება რეგლამენტის დაცვით მოხდა და შემდეგ უკვე როდესაც უნდა მივსულიყავი ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთანაც მაქვს კითხვა როგორც საქართველოს მოქალაქესთან, მე, უნდა მივსულიყავი ანგარიშით სადაც ბევრი მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია, მაგრამ იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა თქვენთვის ადეკვატური იქნებოდა, რომ მესაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის და სოციალური პროგრამების დინამიკაზე?!

მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი. პარლამენტში ამ საკითხების დეტალურად განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს მოხდება, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ იმ შეკითხვებზე გავცეთ პასუხები, რომლებიც იმ მომენტში ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ასე მოვიქეცით“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად