პრემიერი „იბერიას“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე: საქართველოში კანონის უზენაესობაა, ხელშეუხებელი არავინ არ არის!

„საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ხელშეუხებელი არავინ არ არის“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "იბერიის" დათმობაზე ესაუბრება. 

„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც გადასადგამია ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოში ხელშეუხებელი არავინ არ არის, ეს არის ყველაზე მთავარი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...