პრემიერი: გვესმის, რამხელა რისკია, როცა ვამბობთ, მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ

გასაგებია ეს ყველაფერი. მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალური ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველია:

“ჩვენ ხო გვესმის, რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ, გასაგებია ეს ყველაფერი. მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია. მაგრამ, მეორეს მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელების”-აცხადებს პრემიერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად