პრემიერი: გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ეს უნდა მოგვეგვარებინა

გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ეს უნდა მოგვეგვარებინა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ჩვენი ზამთრის კურორტებზე გარკვეული გართულებები გვქონდა. მოგეხსენებათ,  წყალმომარაგების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემა იყო, როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამოწვევევი პრობლემები იყო, როგორც ობიექტური მიზეზები ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები, მაგრამ ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი.

სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშობა. და შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამოწვევები მიზეზები, გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური, გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნები არის გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი სახის პრობლემა არ შეიქმნას.

როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი, მოგვარებული არ არის, მაგრამ შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოესი პერიოდის, უახლოესი საათების განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება.

თუმცა, ამ დროისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო აქ ბევრ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა ურთიერთობის პრობლემა, სამუშაო გვააქვს ერთობლივად და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ასეთ მუშაობას დავიწყებთ ღიად, საზოგადოებისთვის ღიად, გამჭვირვალედ თანამშრომლობას იმ სასტუმროებთან და იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოდგენილები არიან მთის კურორტებზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად