პრემიერი გიორგი რურუაზე: თუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ტელევიზიის მფლობელობა ალიბი არაა – პასუხი უნდა აგოს

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, ოპოზიცია ამბობს რომ გიორგი რურუას დანაშაული არ ჩაუდენია და ის პოლიტიკური პატიმარია.

საქაღთველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს პასუხი უნდა აგოს.

“ოპოზიციის გასაგონად, ჩემეული შეფასება არის შემდეგი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე. თან ისეთი რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პროგრესს განიცდის.

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა მოუხადოს სასჯელი და უნდა იჯდეს. ან შემდეგ უნდა გამოვიდეს. არსებობს სხვადასხვა ფორმები.

ადამიანმა დანაშაული თუ ჩაიდინა და იმიტომ რომ მას ვიღაცა პოლიტპატიმარს ეძახის ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად