პრემიერი გიორგი გახარიაზე: ვის უნდა უჩივლოს, მე? ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საზოგადოებას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება და თუ ვინმეს ამაში ბრალს დებენ, მან უნდა ატკიცოს არის თუ არა ნარკომანი.

„ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს?  ვფიქრობ, რომ ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო და ჩვენ მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებმა პარტია “საქართველოდან” ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართეს.

შეგახსენებთ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა “კოკაინი” და მისი სახელი-გვარიც ვიცით

კომენტარები
იტვირთება...