პრემიერი: „ღირსების მარშის“ უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით

საქართველოს პრემიერ- მინისტრისირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი “ღირსების მარშის” აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები.

მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, ექვსი წლის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფიცინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გვამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათ კონსტიტუციური უფლებაა.

დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათი აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება.

სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართული და აღნიშნულ მარშს, ამ აქციებს უწევენ ორგანიზებას. რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს ხალხს, მოსახლეობას სურს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 5 დღიანი პრაიდ-კვირეული დღეს ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. თუმცა, საბოლო გადაწვეტილება აქციის ორგანიზატორებს არ მიუღიათ.  – Tbilisi Pride: ღირსების მარშის ჩატარებაზე დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ

შეგახსენებთ, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები სახელმწიფოსგან მოითხოვენ არ ჩატარდეს “ღირსების მარში”.

მუსლიმთა სამმართველო “ლგბტქ+ პრაიდზე”: ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით

თბილისის დიდი სინაგოგა: ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. “პრაიდის” ჩატარება

საპატრიარქო ელჩებს და ევროპარლამენტარებს: თავი შეიკავეთ “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერისაგან

კომენტარები
იტვირთება...