პრემიერი: ღიაა ლუგარის კარი, ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახოს, რა ხდება ამ ლაბორატორიაში

„ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის„, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას ეხებოდა.

“განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში.

მე როგორც ვიცი, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ არ გვაქვს წინააღმდეგობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი, ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახოს რა ხდება ამ ლაბორატორიაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

14 დღის შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებამ გაავრცელა განცხადება მღებრიშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად რიჩარ ლუგარის სახელობის ცენტრი დაასახელა.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფელ არცევში და გრომში ბინადრობენ.

მღებრიშვილის თქმით, ის აპირებდა “ღამურების კოლონების“ მოპოვებას, შემდეგ კი 1 ცალის  5000 აშშ დოლარად რეალიზაციას. თუმცა, ეს არ არის პირველი ინტერესი ღამურების პოპულაციის. ეს 2012 წელს დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა”, – ნათქვამი დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად