პრემიერი: ღია სივრცეში კულტურული ღონისძიების აკრძალვა მოიხსენება – ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ

 ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიროგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორშაბათიდან – 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიების აკრძალვა მოიხსენება. ვიქრობ ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო აქტუალური ხდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვთ და ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენის ჩასატარებლად და რა თქმა, უნდა ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ  და მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ გამოფენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად