პრემიერი: გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა – 20 ივნისი იყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ასეთი ილუზია, გავიგე რომ ვიღაცეებს უნდათ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე – პარლამენტზე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ბევრი არის რაღაც ილუზიებში, ბევრს გონია რომ რაღაც გადატრიალების მოწყობა… და საერთოდ ერთ რამეს გეტყვით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და ყველაფერთან ერთად არასერიოზული და ღიმილის მომგვრელი.
ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ასეთი ილუზია, გავიგე რომ ვიღაცეებს უნდათ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე – პარლამენტზე. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა. ეს თავიდანვე იყო ნათქვამი, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება. მაგრამ, ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ქვეყანაში მოუწდოს ვინმეს კი არა იოცნებოს კიდევ რაღაც რევოლუციაზე და გადატრიალებაზე.
ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ეს უნდა დავივიწყოთ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები და ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება მმართველი პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვის კარგი. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ, ამ ქვეყანას აფადებენ არა პარტიებით, არამედ წარმატებით, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ ცოტა პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ იმას, რასაც ვამბობთ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად