პრემიერი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედია პლურალიზმი იყოს დაცული

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ “ტვ პირველზე” განხორციელებულ შესაძლო კიბერ შეტევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია  დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი.

ოპონენტების ნაწილის შეფასებას, რომ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და “ტვ პირველზე” შესაძლო კიბერ შეტევა არის მედიაზე ზეწოლა, მამუკა ბახტაძე სპეკულაციად და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.

„ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედია პლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს არ შეესაბამება რეალობას.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედია პლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად