პრემიერი: განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად ქცევა ჩვენი მთავარი მიზანია და შთამბეჭდავი წარმატებებიც გვაქვს

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად ქცევა ჩვენი მთავარი მიზანია და შთამბეჭდავი წარმატებებიც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

მისი თქმით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა.

“კოლეგებო, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად ქცევა ჩვენი მთავარი მიზანია და ამ გზაზე შთამბეჭდავი წარმატებებიც გვაქვს. თუმცა, ამჯერად ვცდილობთ, პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გამოვიყვანოთ ქვეყანა. ამის იმედს გვაძლევს ის, რომ საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, მათ შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, სადაც კულტურულ-ენობრივი ბარიერი უბრალოდ არ არსებობს, სადაც გადასახადები მინიმალურია და ბიზნესს ეძლევა ყველანაირი საშუალება, განვითარდეს. ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

დღეს საქართველო უკვე პოზიციონირებს, როგორც მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი – განათლებაში, მედიცინაში, ლოგისტიკაში, ტურიზმსა და ზოგადად, ბიზნესის კეთებაში. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და მივიწევთ წინ. ჩვენ დღეს, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ვაცნობთ საქართველოს, როგორც პროგრესის, ცოდნისა და კულტურის დამაკავშირებელს ევროპიდან აზიისკენ და პირიქით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დასავლური ფასეულობებით იდგა უძველესი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად