პრემიერი: გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება

"ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს არის ადრეული  სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება",- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყებას. ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს არის ადრეული  სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება,პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

თქვენ იცით ჩემი ჩვენი მთავრობის  პოზიციაამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს  მინიმუმ 2 ნიშნა ციფრი.

ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა . ეს არის პირველი ფაზა შესაბამისად მე მინდა საზოგადოებას მოვუწოდო ჰქონდეს აქტიური ჩართულობ.  ესაა რეფორმა, რომელიც საქართველოს მოუტანს წარამატებას",-განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...