პრემიერი: გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული

„გახელაძესთან დაკავშრებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისლგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი  სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხზოების სამსახურის ინფორმაციით, 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზ გახელაძე და უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად