პრემიერი: გახარიას და შს სამინისტროს ჩემგან და საზოგადოებისგან მადლობა ეკუთვნის

ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აგვარიდა უმძიმესი სცენარი. აქედან გამომდინარე მინისტრს ისევე როგორც შს სამინსიტროს ჩემგან პირადად და საზოგადოებისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის რომ საქართველო შედგეს, როგორც წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...