A1 ბანერი

პრემიერი: გადავწყვიტეთ, 500 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანი გავაკეთოთ ევროსაბჭოს ხაზინაში

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საქართველო, ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება და გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს ეხმარება თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების რეკომენდაციების შესრულებაში.

მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ მუშაობა გააგრძელოს ორივე მიმართულებით. ერთის მხრივ მონიტორინგის ორგანოების საშუალებით გამოავლინოს წევრი სახელმწიფოების ხარვეზები და მეორეს მხრივ, გააგრძელოს ამავე წევრი სახელმწიფოების დახმარება ამ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში. ამ მხრივ სამოქმედო გეგმები უმნიშვნელოვანესია.” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...